83 წლის შირლი ბეისი ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავს

83 წლის უელსელი მომღერალი შირლი ბეისი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავს.

 

წელს ბეისის სასცენო კარიერას 70 წელი უსრულდება. მომღერლის განმარტებით ახალი ალბომი უკანასკნელი იქნება.

“სიმღერები, რომლებიც ახალ ალბომში იქნება ძალიან მჭიდრო კავშირშია ჩემს ცხოვრებასთან, იმედია მსმენელი კმაყოფილი დარჩება”. – ამბობს მომღერალი.

ბრიტანული სცენის ლეგენდამ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 37 სტუდიური ალბომი გამოუშვა. შირლი ბეისის 140 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

“ტაბულა”