რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეს (როზარიო სალვატორე აიტალა) და პროკურორს (კარიმ-ასად-აჰმად ხანი) დაუსწრებლად წაუყენა ბრალი. აღნიშნული ორი პირი რუსმა იურისტებმა ძებნილთა სიაში შეიყვანეს, რის შესახებაც საგამოძიებო კომიტეტი თავად იტყობინება საკუთარ ტელეგრამის არხზე.
აჰმად ხანი, სალვატორე აიტალა
„გამოძიებამ შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ხან კარიმ ასად აჰმედისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის, როსარიო სალვატორე აიტალას მიმართ დაუსწრებლად ბრალის წაყენების შესახებ. გარდა ამისა, ბრალდებულები ძებნაში არიან გამოცხადებულნი“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რუსები იტყვიან – “допрыгались”; ბრალის წაყენება მოხდა ჯერ კიდევ 20 მარტს აღძრული სისხლის სამართლის საქმის შემდეგ, როდესაც აღნიშნული პირები და ასევე, ე. წ. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სხვა მოსამართლეები, რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის საბავშვო ომბუდსმენის წინააღმდეგ უკანონო სამართლებრივ დევნაში იქნენ შემჩნეულნი. ახლა ორ მათგანს უკვე ბრალი წაეყენა და მათ მოუწევთ, რუსეთის საზღვარს ძალიან დიდ მანძილზე არ გაეკარონ, ასევე – დაცვა გაიძლიერონ.