“ირანში აპრილიდან ივლისის ჩათვლით მეთილის სპირტით ინტოქსიკაციით 728 ადამიანი გარდაიცვალა” – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა ჰოსეინ ჰასანიანმა.
ირანში ფართოდ არის გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, რომ მეთანოლი კორონავირუსის მკურნალობას ან პროფილაქტიკას უწყობს ხელს.
მედია წერს, რომ არალეგალურ ალკოჰოლზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, მეწარმეებმა ტოქსიკური მეთანოლის გაყიდვა დაიწყეს.
ქვეყნის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული სამმართველოს მონაცემით წელს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის რიცხვი ათჯერ გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ირანში კორონავირუსის 92584 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსით 5877 ადამიანი გარდაიცვალა, 72439 კი განიკურნა.
წყარო: kvira.ge