რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქის ერთ-ერთ რაიონში უყრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი შევიდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქის ერთ-ერთ რაიონში უყრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი შევიდა. ვიაჩისლავ გლადკოვის თქმით, საუბარია ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონზე.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები, სასაზღვრო სამსახურთან, როსგვარდიასთან და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იღებენ საჭირო ზომებს მოწინააღმდეგის ლიკვიდაციისთვის“, – წერს გლადკოვი ტელეგრამ არხზე.

მანამდე, ბელგოროდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გრაივორინსკის ოლქს უყრაინის შეიარაღებული ძალები უხსნიან ცეცხლს..

უყრაინული და რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ ცნობებს, რომ რუსეთის საზღვარზე მიმდინარეობს შეტაკებები უყრაინულ დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფთან, კერძოდ იუწყებოდნენ, რომ ცეცხლი გაუხსნეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „გრაივორონს“.

ამასთან, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებოდნენ, რომ ცეცხლი გაიხსნა ასევე დასახლება კოზინკას მიმართულებით, სადაც ჭურვები კერძო სახლებს მოხვდა.

უყრაინული ტელეგრამ არხი „სკრინკა პანდორი“ ავრცელებდა ვიდეოს, რომელშიც ასახულია უკრაინული ტანკის რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „გრაივორონზე“ შესვლის ფაქტი.