კომპანიამ Google წარადგინა ახალი სმარტფონი – Pixel 4a და აქვე დააანონსა მომდევნო გაჯეტები Pixel 4a (5G) და Pixel 5. როგორც კომპანიის ბლოგში ვკითხულობთ, Pixel 4a-ს გაყიდვები 20 აგვისტოს დაიწყება.
Pixel 4a აღჭურვილია 5,81-დიუიმიანი OLED-ეკრანით, პროცესორით Snapdragon 730G. მისი ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 6 გბ-ს, ხოლო საცავი – 128 გბ-ს.
სმარტფონის შეკვეთა ამ ეტაპზე 349 დოლარადაა შესაძლებელი.
სმარტფონს ექნება Google Assistant დამხმარე, რომელშიც გაჩნდა ფრანგული, გერმანული და იტალიური ენების დანამატი. Personal Safety დანამატი კი მომხდარ შემთხვევებზე გამცნობთ, მათ შორის, ახლომახლო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე. Pixel 4a-სთვის ხელმისავწდომი გახდება საუბრის ტექსტად გადაკეთების ფუნქცია Live Caption.
კომპანიამ აქვე დააანონსა, რომ შემოდგომაზე წარმოადგენს ამ სერიის სხვა მოდელებს Pixel 4a (5G) და Pixel 5-ს. Pixel 4a (5G)-ს ფასი 499 დოლარიდან დაიწყება.
წყარო: kvira.ge