ბატონო პრემიერო, მე მოვიდე თუ თავად მეწვევით თვალებში ჩასახედად?!

მთავრობის მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმულ პოპულისტურ ნაბიჯებს, რომელთაგან ბოლო არის 17 წლამდე ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარების გამოყოფა 200 ლარის ოდენობით, მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აქტიურად ეხმაურება.

ბევრს მოსწონს ეს გადაწყვეტილება, ზოგი გახარებულია იმით, რომ მთავრობის ამ ნაბიჯით თითქოს “ნაცებს” მიადგებათ საბოლოო ზიანი. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ერთჯერად დახმარებას, რომლითაც 10 კილოგრამ საქონლის ხორცს თუ იყიდი, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის დასაქმებაზე ზრუნვა ურჩევნიათ.

ერთ-ერთი ასეთი მოქალაქეა ქ-ნი მაია დვალიძე, რომელმაც შემდეგი შინაარსის მიმართვა გაუგზავნა პრემიერ გიორგი გახარიას, სოციალური ქსელის საშუალებით:

გახარიავ, ბატონო პრემიერო, მე მოვიდე თუ თავად მეწვევით თვალებში ჩასახედად?!

ანუ, თქვენ ამბობთ რომ
880 000 * 200 = 176 000 000,
ანუ 176 მლნ ლარის ერთჯერადად ჰაერში მოსროლა წარმატებული სახელმწიფოებრივი აქტია????

და რამდენ ხანს ეყოფათ ეგ 200ლ დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე???

იცით რას გეტყვით?
წარმოება აამუშავეთ დარგების მიხედვით, სოფლის მეურნეობას რეალურად მიხედეთ და თავად შეინახავენ მშობლები თავის შვილებს!!!
არავინ არ არის თქვენი მათხოვარი, გაიგეთ?!

დღეს თუ ხალხს უჭირს, ეს თქვენი და თქვენი სულიერი მეგობარი ნაცების დამსახურებაა, დიდი მამის, შევარდნაძიდან მოყოლებული!!!

ყველა ხელისუფლების ნაძირლობით ერს 20 მილიარდი დოლარი გვაქვს ვალი,
+ 3 მილიარდს გვიმატებთ კორონას გამო
+ 170 მილიონი ევრო და
+28 მილიონი ევრო აიღეთ,
(ეს რაც მე ვიცი).

ეს ყველაფერი ხალხის გადასახდელია თქვენი ხელფას-დანამატ-პრემიების ჩათვლით და 200 ლარს გვამადლით???
დააჯამეთ ერთი და შეკრიბეთ, თითო ადამიანზე რამხელა თანხა მოდის გადასახდელი!!!

და კიდევ, დროზე მორჩით ამ “კორონა ბლეფს”, სანამ საბოლოოდ არ დაკარგა ხალხმა ამ დრომდე წამებით მოტანილი სამსახურები!