უყრაინა ბოლომდე იბრძოლებს თავისი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე, – ასე გამოეხმაურა უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტარის დროს განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლს უნდა უხაროდეს, უნგრეთის მთავრობის მეთაურმა პასუხისმგებლობა მოხსნა რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიაზე“, – წერს ნიკოლენკო.
ნიკოლენკო აღნიშნავს, რომ იგივე ევროპელი პოლიტიკოსები ერთი წლის წინ ამტკიცებდნენ, რომ უყრაინას არ აქვს შესაძლებლობა, 72 საათზე მეტი დროის განმავლობაში გაუძლოს რუსეთის “აგრესიას”.
„მაშინ ცდებოდნენ და ახლაც ცდებიან. მტრის წინაშე კაპიტულაციის მომხრეებისგან განსხვავებით, უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას რუსული ოკუპაციისგან ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე. ეს ერთადერთი გზაა მშვიდობის აღდგენისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ნიკოლენკო.
უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაერთიანება, რათა უყრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის დამარცხებისთვის.