შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სეზონური მაშველის ანაზღაურებად პოზიციაზე მიღებას აცხადებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სეზონური მაშველის ანაზღაურებად პოზიციაზე მიღებას აცხადებს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„მიღების კრიტერიუმებია: ასაკი: 18-35 წელი; ცურვის სრულყოფილად ცოდნა; დაინტერესებულმა პირებმა უნდა იქონიონ ჯანმრთელობის ცნობა.

კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, სეზონურ მაშველს შესაძლებლობა ექნება მუშაობა გააგრძელოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. დაგვიკავშირდით: 591 80 33 34“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.