ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის”, პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო-საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები.
შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში მიმდინარებს.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს გუშინ ეწვია. ის ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.
ქართველ მაღალჩინოსნებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ბრიფინგი მედიასთან.