საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის დელეგაცია, ვიზიტით ასტანაში იმყოფება. ქართულ დელეგაციას ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარის მოადგილემ და დეპუტატებმა უმასპინძლეს.
შეხვედრაზე საუბარი იყო სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობასა და საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე. დაგეგმილია შეხვედრა ყაზახეთის სენატის თავმჯდომარის მოადგილესთან და სენატის წევრებთან.
26 მაისს საქართველოს საელჩოს სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება.