საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში საუბარია 2022 წელს საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული უსაფრთხოების პროცესების, ასევე ქვეყნის წინაშე გამოკვეთილი საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და საქმიანობის შესახებ.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა.