სამხრეთ კორეაში, “აზიანას” კუთვნილ “ერაბუსის” ტიპის თვითმფრინავში, როდესაც იგი დეგუს საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე დასაშვებად ემზადებოდა, ერთ-ერთმა მგზავრმა თვითნებურად გახსნა საავარიო გასასვლელი. ჰაერის ნაკადმა ცუდად იმოქმედა მგზავრთა ნაწილზე, რომელთა ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მიწაზე დაშვების შემდეგ. სხვა პრობლემები თვითმფრინავის 194 მგზავრს არ აღენიშნება. საავარიო კარის გახსნის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია, დამნაშავე პირს პოლიციაში უტარებენ დაკითხვას. სასჯელი ასეთ შემთხვევაში, სამხრეთ კორეაში 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კორეის საჰაერო ნავიგაციის ისტორიაში ეს პირველი ასეთი შემთხვევაა, როდესაც ვინმე უნებართვოდ აღებს საავარიო კარებს.