“პრეზიდენტად ამაზე უკეთეს კანდიდატს რომ ვერ შეარჩევ, ე.ი. შენ გაქვს პრობლემა” – პროფესორი, გივი ცეცხლაძე

შოთა რუსთაველის სახელობის, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გივი ცეცხლაძე:

“ეს ნახევრად ქართველი რომ ჩვენი პრეზიდენტია, ბატონი ბიძინას ბრალია. გახსოვთ ალბათ, როგორ თავგამოდებული ლობირებდა. მე ამისთვის ხმა არ მიმიცია, არც მეორე ბედოვლათისთვის…. პრეზიდენტად ქვეყანაში ამაზე უკეთეს კანდიდატს რომ ვერ შეარჩევ ე.ი. შენ გაქვს პრობლემა. აბა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში პარიზში, საერთაშორისო კონფერენციაში ( მგონი კომინტერნის) ქართველების დელეგაცია იღებდა მონაწილეობას და ჩოხა ახალუხებით გამოცხადდნენ. უმრავლესობამ რა თქმა უნდა ვერ იცნეს და იკითხეს ესენი ვინ არიანო? აღარ მახსოვს ვინ, ერთმა უპასუსა ესენი იმ ქვეყნის წარმომადგენლები არიან რომელიც ევროპის ქვეყნებს პრეზედენტებით და პრემიერ მინისტრებით მომარაგებას რომ შეძლებსო….
ასე იცნობდნენ ქართველებს… ბიძინამ ქვეყანას თვალები დათხარა….”