პატრიარქი ხშირად ტოვებს ქალაქს, მაგრამ ბრუნდება…

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის შესაძლო გადადგომას სიცრუეს უწოდებს.

დეკანოზმა ილია მეორეს ქალაქიდან “განრიდების” შესახებ განმარტება ცოტა ხნის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ბოტკოველმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის ჩანიშვნის თარიღი გააცნო. როგორც დეკანოზმა განმარტა, ილია მეორე ხშირად ტოვებს დედაქალაქს და შემდგომ ისევ ბრუნდება.

“დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედია საშუალებებისგან ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი განარიდეს ქალაქს და აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალაქს და ისევ ბრუნდება,” – აღნიშნა  მიქაელ ბოტკოველმა.

ცნობისათვის, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება.