ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა გამორჩეული იყო ყველა გამომსვლელთა შორის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის გამოსვლიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი.
„ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლა კიდევ ერთხელ გამორჩეული იყო ყველა გამომსვლელთა შორის. ერთ-ერთი ნიშანდობლივი საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი და არ შეიძლება, ჩვენი აზრები იყოს გაყოფილი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.