პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით დეკანოიძე-გოცირიძის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

რეგლამენტში ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გიარა 119-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 91-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღებითაც, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.