ინდოეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა და ხეობაში ჩავარდა. ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 55 კი დაშავდა.
ტრაგედია ქაშმირის მთიან შტატში მოხდა – ავტობუსი, რომელშიც მომლოცველები იმყოფებოდნენ ხიდიდან გადავარდა.
პოლიციის ცნობით, ყველა დაშავებული, რომელთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.