ზელენსკი მოლდოვაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ჩავიდა.

ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს უკვე შეხვდა.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარეობს. მასში არაერთი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.