რამდენიმე საათის წინ, უკრაინის რადას დეპუტატმა 32 წლის ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედა გახდა. მისი პირველი შვილის მამა კი, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 55 წლის მიხეილ სააკაშვილია.
ლიზა იასკომ დედობას მიუძღვნა “მგრძნობიარე პოსტი” “ინსტაგრამზე”, სადაც ისაუბრა ბავშვის უკრაინულ ფესვებზე და მას მამის უკრაინული გაგრძელება უწოდა. იასკოს პოსტში არ დაუკონკრეტებია თუ როდის დაიბადა მისი შვილი, არც სქესი და არც ბავშვის სახელი უხსენებია. პერიოდულად მედიაში ვრცელდებოდა ფოტოები, რაც ლიზა იასკოს ორსულობას ადასტურებდა, თუმცა ამ თემაზე ღიად არც ერთი მხარე არ საუბრობდა.
როგორც Ambebi.ge-ს ექსპრეზიდენტის გარემოცვიდან წყარო უყვება, მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილი 1 წლის არის, გოგონაა და მას ჟასმინი ჰქვია. სახელი გოგონას დედამ შეურჩია.
წყარო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მეოთხე შვილს ჯერჯერობით არ იცნობს. რამდენიმე თვის წინ, სანამ ლიზა იასკო ოფიციალურად დაადასტურებდა შვილის შესახებ ინფორმაციას, წყარო გვიყვებოდა, რომ მათი გოგონა ძალიან ჰგავდა ბაბუას, ლიზას მამას, ოლექსეი იასკოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედია იასკოს სავარაუდო ორსულობის შესახებ, ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში წერდა, თუმცა იქვე აკონკრეტებდნენ, რომ ქალს მუცელი არ ეტყობოდა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი 5 თვის დაკავებული იყო. რამდენიმე თვეში ტელეკომპანია „იმედმა“ სიუჟეტი მოამზადა ექსპრეზიდენტისა და ლიზას საერთო შვილზე, თითქოს კიევში ბინა გიული ალასანიამ შვილიშვილს გადაუფორმა. თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია სააკაშვილის დედას არ დაუდასტურებია.
ექსპერზიდენტს უკვე ოთხი შვილი ჰყავს. ედუარდი და ნიკოლოზი სანდრა რულოვსთან ქორწინებაში შეეძინა. ელის მარია სააკაშვილი, სოფო ნიჟარაძესთან ურთიერთობისას. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ლიზა იასკოსთან ქმნიდა ახალ ოჯახს, უმცროსი ქალიშვილი, სწორედ რადას დეპუტატთან თანაცხოვრებისას შეეძინა.
ambebi.ge