პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.