ზელენსკი: კონტრიერიშისთვის მზად ვართ

უკრაინის შეიარაღებული ძალები მზადაა კონტრიერიშისთვის, – ამის შესახებ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სიტუაციის განვითარების რამდენიმე, აბსოლუტურად განსხვავებული ვარიანტი გვაქვს, თუმცა კონტრიერიშისთვის მზად ვართ“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კონტრიერიშის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად გარკვეული დრო იქნება საჭირო. ზელენსკიმ ასევე განცხადა, რომ კონტრიერიშის დროს უკრაინამ შესაძლოა საგრძნობი დანაკარგები განიცადოს, ვინაიდან რუსეთი ინარჩუნებს უპირატესობას ჰაერში, უკრაინა კი საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობას განიცდის.