ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსს სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც წამყვანი ამბობს, რომ “მოსამართლე, რომელიც ჩვენი გუნდის წინააღმდეგ რეპრესიებს ხელი არ მოაწერა, თბილისიდან მცხეთაში გააციმბირეს.”
ექსპერტის თქმით, ნოდარ მელაძემ წმინდა ქალაქი მცხეთა ციმბირს შეადარა და ეს საბჭოთა დროინდელი ტერმინის გამოყენებით გააკეთა.
„ანონსის მეტი სიმძაფრისათვის ნოდარ მელაძემ წმინდა ქალაქი მცხეთა ციმბირს შეადარა და ეს საბჭოთა დროინდელი ტერმინის გამოყენებით გააკეთა”, – წერს ლევან ნიკოლეოშვილი.