უნგრეთის თავდაცვის მინისტრის, რიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის განცხადებით, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
როგორც უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვით ალიანსში გაწევრიანება.
„ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცი და მხარს ვუჭერ თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველო ძალიან ლამაზი და უძველესი კულტურის ქვეყანაა, რომელიც ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. მისი თავდაცვითი ინტერესი უნდა იყოს, რომ გახდეს დასავლური სამყაროს უდიდესი თავდაცვის ალიანსის ნაწილი, უნგრეთი ამას მხარს უჭერს და მოუთმენლად ელოდება“, – განაცხადა მინისტრმა.
უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი საქართველოში ვიზიტით იმყოფება.