საქართველო დღეს სრულიად სხვაზე დამოკიდებული ქვეყანაა. მისი სუვერენობა ფორმალობაა.ქართველი დადასტურდა დასავლეთის წინაშე, როგორც მონა.
უამრავმა ქართველმა თავისი სერვილიზმით ახალ კონიუნქტურაში შეიქმნა კარიერა. ისინი ახალი სისტემის თავგამოდებული დამცველები არიან და ეს წარმოჩენილი იქნება თავისუფალი ინდივიდების სამოქალაქო პოზიციად. მიმდინარე გლობალურმა კატაკლიზმებმა,.ლიბერალურმა კოსმოპოლიტიზმმა საქართველოს წაართვა თავის არჩევანის შესაძლებლობა.
ამაში დღევანდელი მთავრობის დადანაშაულება არის ელემენტალურად საკითხის გამარტივება. ყველაფრის მისთვის დაბრალება კი იმას გულისხმობს, რომ ჩვენი საზოგადოება პასუხისმგებლობის ვერშემძლეა,რომ ქართველთა რადიკალიზმი ცრუა. საქვეყნო უბედურება არ დაიყვანება ერთი კაცის, ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაზე, ასე რომ იყოს, ცხოვრება გაცილებით იოლი იქნებოდა.და ბოლოს, ქართული ეროვნული მოძრაობა საერთოდ ვერ გაერკვა დასავლურ იდეოლოგიურ კაზუისტიკაში და მის მიერ მოწოდებული მორიგი იდეოლოგიური კონცეფცია მან ჭეშმარიტებად მიიჩნია.
გლობალური ფსიქოლოგიური ომი, ეროვნული მოძრაობისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. ქართველთა პროვინციული პატრიოტიზმი ამ იდეურ და ინტელექტუალურ ომში არ გამოდგა.
მამუკა კარტოზია, პროფესორი, ისტორიკოსი; სოციალური ქსელი