“ზეგის” თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

ერთდროული ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე – თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კომპანია “ზეგის” თანამშრომლების სახლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დახლოებით ერთი საათია, რაც კომპანიის დირექტორის თამარ კობერიძის სახლთან, რადიანის ქუჩაზე გამომძიებლები მივიდნენ.

საპროცესო მოქმედებას ესწრება “ზეგის” ხელმძღვანელის ადვოკატიც. მისთვის უცნობია, თუ რის საფუძველზე დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედება და რა ინფორმაციას ეძებს გამოძიება.

 

“რუსთავი2”