ირაკლი ნადირაძე: ჩვენ მზად ვართ კოალიციური მთავრობისთვის და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან

ჩვენი მიზანი იქნება ამ არჩევნებზე რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამარცხება, სხვა დანარჩენის მიზანი როგორც ჩანს, ალბათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება, რაც ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ კოალიციური მთავრობისთვის და მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან“, – აღნიშნა ნადირაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.