გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, გავაფართოოთ იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც ჩვენი ძალის პოლიტიკური რწმენა ექნება

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, 2024 წლის არჩევნებისთვის მთავარი ამოცანაა თანამოაზრეების გაფართოება, რომლებიც წინასაარჩევნო და მის შემდგომ ბრძოლაში ჩაებმებიან.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პარტიისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არ განიხილება, როგორც შესაძლო პარტნიორი.

“ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ახლა გავაფართოოთ იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც ჩვენი ძალის პოლიტიკური რწმენა ექნება. ამასთან, ვინც მზად იქნება, საარჩევნო ბრძოლისთვის და არჩევნების შემდეგაც, თუ საჭირო იქნება საპროტესტო ბრძოლისთვის წამოგვყვეს. როცა სწორი მომენტი დადგება, მაშინ შევაფასოთ, როგორია ჩვენი ძალები და იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ფასეულობებით ახლოს არიან ჩვენთან, ვიფიქროთ შესაძლო თანამშრომლობაზე”,- აღნიშნავს გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერიას კომენტარს “ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.