ნიუ-იორკი სმოგმა დაფარა

კანადაში გამოწვეული ტყის ხანძრების გამო ნიუ-იორკი ნარინჯისფერმა სმოგმა დაფარა. ამის შესახებ cnbc.com იუწყება.

შტატის გუბერნატორმა კეტი ჰოუკულმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ შეძლებისდაგვარად სახლებიდან არ გავიდნენ. მან სიტუაციას „საგანგებო კრიზისი“! უწოდა. მისი ინფორმაციით, ეს სიტუაცია შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

კანადაში ტყის ხანძრები 20 მაისს დაიწყო. ამჟამად ხანძარი 788 ჰექტარზე მძვინვარებს. სტიქიის ზონიდან 16 000 ადამიანია ევაკუირებული.