ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური ჯინიანობა არ არის არანაირად სასარგებლო არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტისთვის

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უმრავლესობის თანხმობის გარეშე ვერ დაინიშნება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ეს არის მოწოდება იქითკენ, რომ ითანამშრომლონ და პოლიტიკური ჯინიანობა არ არის არანაირად სასარგებლო არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტისათვის – არც ეროვნული ბანკისათვის, არც პრეზიდენტისთვის და არც მთავრობისთვის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.