მუდმივი დაპირისპირების რეჟიმი, რომელიც პარტიის ზოგიერთმა წევრმა აირჩია, ჩემი აზრით, არ ემსახურება არამხოლოდ პარტიის ინტერესს, არამედ ქვეყნის საუკეთესო ინტერესს, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებებს.
კითხვაზე – ხედავს თუ არა მერაბიშვილ-კეზერაშვილის ხელს [„ნაცმოძრაობის“ მმართველობაში] და დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს თუ არა პარტიას, ბოკუჩავამ ასე უპასუხა:
„ვერ ვხედავ. ის [ლევან ხაბეიშვილი] არის თავმჯდომარე და მართვითი ორგანო მათ შორის არის პოლიტსაბჭო“.
ნიკა მელია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს – მერაბიშვილსა და კეზერაშვილს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ ქვეყნის ინტერესები არ ამოძრავებთ. მელიას ხაბეიშვილის გუნდი პასუხობს და ყოფილ თავმჯდომარეს საჯარო ჭორაობის დასრულებას ურჩევს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები კი პოლიტიკურ სპექტრს აფიქრებინებს, რომ მალე ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკუთარი გუნდით გამოვა და დამოუკიდებელ პარტიას შექმნის.