გურამ მაჭარაშვილი: მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ელექტორატი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ირჩევდა, ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ კრახი სახეზეა. ამიტომაცაა უკვე მნიშვნელოვანი, 2024 წლის არჩევნებისთვის ელექტორატი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ირჩევდა, ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

იგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს მწვავედ აკრიტიკებს.

„ზოგადად, ძალიან უცნაურია მისი დამოკიდებულება – ამბობს, რომ ამ პარტიაში ვინც იყვნენ: მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ისინი არიან მიუღებლები, თუმცა ის ამ პარტიას არ ტოვებს. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ბოლო არის ის, რაც არის ამ შემთხვევაში კეზერაშვილი-მერაბიშვილის პოლიტიკური კრახი, რაცა მათ განიცადეს. ეს სახეზეა და ამიტომაცაა უკვე მნიშვნელოვანი, 2024 წლის არჩევნებისთვის ელექტორატი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ირჩევდა, ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე გადანაწილდეს. მათი სიმბოლოები ვინც იყვნენ, ამ შემთხვევაში მერაბიშვილის სახით, რომელიც ციხიდან რომ გამოვიდა, „ნაცმოძრაობამაც“ არ მიიღო, ეს გაფორმდა ახლა საბოლოოდ და საზოგადოებამ დაინახა, დიახ, ესაა მერაბიშვილის ხელწერა, რომელმაც პარაქტიკულად, ჯობეში ჩაიდო „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკა მელიას განცხადებით, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ქვეყნის ინტერესები არ ამოძრავებთ. მელიას ხაბეიშვილის გუნდი პასუხობს და ყოფილ თავმჯდომარეს საჯარო ჭორაობის დასრულებას ურჩევს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები კი პოლიტიკურ სპექტრს აფიქრებინებს, რომ მალე ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკუთარი გუნდით გამოვა და დამოუკიდებელ პარტიას შექმნის.