კიმ ჩენ ინის განცხადებით, რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ რუსეთის ფედერაციასთან და კრემლის ლიდერთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს, რათა ორივე ქვეყნისთვის საერთო მიზანს მიაღწიონ. ამის შესახებ REUTERS-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

კიმ ჩენ ინის თქმით, მჭიდროდ ჩაჭიდებული ხელი ძლიერი ქვეყნის აშენებას გულისხმობს.

„სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსი ხალხი კიდევ ერთ გამარჯვებას შესძენს თავის ისტორიას“, – აცხადებს კიმ ჩენ ინი.