მარინა კალიურანდმა გვითხრას კონკრეტული მაგალითი, სადაც რაიმე უნდა გაკეთებულიყო და არ გავაკეთეთ. მაგალითად საარჩევნო რეფორმა, რა უნდა გაკეთებულიყო, რაც არ გავაკეთეთ. ვერ გვეტყვის ქალბატონი მარინა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები თვითონ გვეუბნებიან ჩვენ, რომ მაინცდამაინც ყურადღებამისაქცევი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები იმიტომ, რომ ხშირად ხდება პარლამენტში ასეთი ტიპის რეზოლუციების მიღება, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. აქედან გამომდინარე ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელსაც ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი ერთი მარტივი მიზეზის გამო, ისინი არ ეფუძნება კონკრეტულ გარემოებებს და სრულიად უსამართლოა. როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ითხოვს ერთი მხრივ, ორი კრიმინალის, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებას და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დასჯას, ბუნებრივია ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ფასი ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.