აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფორმალურად დაკავებულია. ამის შესახებ „სიენენი” წერს.
ტრამპი ცოტა ხნის წინ მაიამის ფედერალურ სასამართლოში მივიდა, სადაც მას ბრალს გააცნობენ.
ბრალის წაყენების პროცესში ტრამპი ფორმალურად დაკავებულად ითვლება. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ სასამართლო პროცესის დროს ტრამპს თითის ანაბეჭდებს აუღებენ.
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი.