ოპონენტებს მოლოდინი აქვთ, რაიმენაირად დამძიმდეს ქვეყნის მდგომარეობა, რადგან არ უნდათ, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. იმედი აქვთ, ამით რყევებს, არეულობას გამოიწვევენ და ხელისუფლებაში მოხვდებიან. ასეთი მარტივი ლოგიკა აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე პროგრესი ყველგან აღინიშნება და ხაზი ესმევა, რომ სამეულში ლიდერი ქვეყნისთვის სტატუსის არმინიჭება დიდი უსამართლობა იყო.
„ახლა საკითხია, ამ უსამართლობის გამოსწორებას შეძლებს თუ არა ევროკავშირი. მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა, მოლოდინი მქონდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა იმ რეზოლუციებისთვის, სადაც პირდაპირ საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს ამ ქვეყანაში ხდება წამება, მისი უფლებების შელახვა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა. ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციაზე ბოდიში მოეხადათ, დეზინფორმაციის გამეორება მოვისმინეთ. იმედგაცრუებას იწვევს, რომ ასე გაჯიუტებულია ზოგიერთი ევროპარლამენტარი საკუთარ შეცდომაში, ზოგიერთი ევროპარლამენტი განზრახ საკუთარ ქმედებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.