ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერის პროექტი, რომლის ხელმძღვანელად გიორგი ტუღუში დაინიშნა, ევროკავშირს ეკუთვნის და მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერის პროექტი, რომლის ხელმძღვანელად გიორგი ტუღუში დაინიშნა, ევროკავშირს ეკუთვნის და მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ და ვის – არა.

ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს შესაბამისი ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

„ეს არის ევროკავშირის პროექტი. მათი გადასაწყვეტია, ვის დანიშნავენ და ვის – არა. ჩვენ ბატონ ტუღუშთან კარგი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს და ვიმედოვნებთ, ამ პროექტის ფარგლებში  ერთად ბევრ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.