აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განკარგულებით, 13 ივნისს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე რობერტ კიუტი დაინიშნა.
დღეს ასლან ბჟანიამ ახალი მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
ბჟანიას თქმით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ „ახალი მინისტრი არ გადადგამს დაუფიქრებელ, მკვეთრ ნაბიჯებს“, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია არ არის მარტივი და საზოგადოება მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოების უფრო აქტიურ მუშაობას.
აფხაზეთის შს მინისტრის თანამდებობას აქამდე ვალტერ ბუთბა იკავებდა.