ამერიკელი გენეტიკოსი ბრიუს ლიპტონი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი რწმენის და აზრების ძალით ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ავადმყოფობისგან განკურნება.
ამაში არაფერია მისტიკური. ლიპტონის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანზე ფსიქიკურ ზემოქმედებას შეუძლია შეცვალოს მისი ორგანიზმის გენეტიკური კოდი.
ბრიუს ლიპტონო მრავალი წლის განმავლობაში სპეციალიზდებოდა გენურ ინჟინერიაში, წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გახდა მთელი რიგი კვლევების ავტორი, რომლებმაც ძალზე დიდი პოპულარობა და ავტორიტეტი მოუტანა აკადემიურ წრეებში.
ლიპტონის თქმით, სხვა გენეტიკოსების და ბიოქიმიკოსების მსგავსად მასაც სწამდა, რომ ადამიანი არის ერთგვარი ბიორობოტი, რომლის ცხოვრებაც წარიმართება მისსავე გენებში ჩაწერილი პროგრამის მიხედვით. გენები ამ თვალსაზრისის მიხედვით წყვეტენ ყველაფერს: ადამიანის გარეგნობის თავისებურებებს, მის ტემპერამენტს და შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს ამა თუ იმ დაავადებებისადმი და საბოლოო ჯამში მის სიცოცხლისუნარიანობასა და სიცოხლის ხანგრძლივობასაც კი. არავის შეუძლია შეცვალოს თავისი გენეტიკური კოდი და შესაბამისად არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შევეგუოთ იმას, რაც ბუნებით უკვე წინასწარ განსაზღვრულია…
შემობრუნების წერტილად დოქტორ ლიპტონის ცხოვრებაში იქცა მის მიერ 1980-იანი წლების ბოლოს უჯრედული მემბრანის თავისებურებების შესწავლის მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტები. მანამდე მეცნიერებაში მიიჩნეოდა, რომ სწორედ უჯრედის ბირთვში მდებარე გენები განსაზღვრავდნენ, რა უნდა გატარებულიყო ამ მემბრანაში და რა არა. მაგრამ ლიპტონის ცდებმა აჩვენა, რომ უჯრედებზე სხვადასხვა სახის გარეგან ზემოქმედებას შეუძლია შეცვალოს გენების ქცევა და უფრო მეტიც, შეიძლება შეცვალოს მათი სტრუქტურა.
რჩებოდა მხოლოდ იმის გარკვევა, შეიძლება თუ არა ასეთი ცვლილებების განხორციელება ფსიქიკური პროცესების დახმარებით, მარტივად რომ ვთქვათ – აზრების ძალით.
“პრინციპში, მე არ მომიფიქრებია არაფერი ახალი”, – ამბობს დოქტორი ლიპტონი, – “ასწლეულებია ცნობილია პლაცებოს ეფექტი, როცა ავადმყოფს სთავაზობენ ნეიტრალურ ნივთიერებას, არწმუნებენ რა, რომ ეს არის სასწაულმოქმედი წამალი და ავადმყოფი იკურნებოდა. უცნაურია, მაგრამ ამ მოვლენის ჭეშმარიტად მეცნიერული ახსნა დღემდე არ არსებობდა. ჩემი აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას ავხსნათ მეცნიერულად პლაცებოს ეფექტის მოქმედების მექანიზმი: წამლის სამკურნალო ძალისადმი რწმენის დახმარებით ადამიანი ცვლის მის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის მოლეკულურ დონეზე. მას შეუძლია გამორთოს ერთი გენი და ჩართოს სხვა და უფრო მეტიც – შეცვალოს საკუთარი გენეტიკური კოდი.
ამის კვალდაკვალ, მე ვფიქრობდი სასწაულის ძალით განკურნების სხვადასხვა შემთხვევებზე, რომლებსაც ექიმები შეგნებულად უკეთებდნენ იგნორირებას. რადგან თუნდაც ასეთი სასწაულის ერთადერთი შემთხვევაც კი საჭიროებს სიღრმისეულად შესწავლას, რადგან თუ ეს გამოუვიდა ერთ ადამიანს, ესე იგი შესაძლებელია, რომ სხვებსაც გამოუვიდეთ”.
როგორც მოსალოდნელი იყო, აკადემიური მეცნიერება ნეგატიურად შეხვდა ლიპტინის ამ მოსაზრებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა თავის კვლევებს და თანმიმდევრულად ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია ადამიანის გენეტიკურ ორგანიზმზე ზემოქმედება, თანაც ყოველგვარი წამლების გარეშე.
ლიპტონი სხვადასხვა კვლევების მეშვეობით ამტკიცებდა, რომ მსგავსი ზემოქმედების განხორციელება შესაძლებელია, მაგალითად, სპეციალური დიეტით, ექსტრასენსის დახმარებით ან განსაზღვრული ფიზიკური სავარჯიშოების მეშვეობით. ლიპტონის ამ მცდელობების შედეგად, შეიქმნა ახალი მეცნიერული მიმდინარეობა “ეპიგენეტიკა”, რომელიც სწავლობს გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას გენეტიკურ კოდზე.
თუმცა, ყველაზე მთავარი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ლიპტონის აზრით, არის სწორედ აზროვნების ძალა, ის რაც ხდება ჩვენში და არა ჩვენს გარშემო.
“არც ამაშია არაფერი ახალი, – აცხადებს ლიპტონი. – დიდი ხანია ცნობილია, რომ შეიძლება ორ ადამიანს ჰქონდეს ერთნაირი მიდრეკილება სიმსივნისკენ, მაგრამ ერთი ავად გახდეს, მეორე კი არა. რატომ? იმიტომ რომ, ისინი ცხოვრობდნენ სხვადასხვანაირად: ერთი ხშირად განიცდიდა სტრესებს, ვიდრე მეორე; მათ ჰქონდათ განსხვავებული თვითშეფასება და შეგრძნებები, რომლებიც შესაბამისად განსხვავებულ აზრთა დინებას წარმოშობდნენ. დღეს მე შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩვენ ძალგვიძს ვმართოთ ჩვენი ბიოლოგიური ბუნება, ჩვენ შეგვიძლია აზროვნების ძალით, რწმენით და მიზანდასახულობით მოვახდინოთ ზემოქმედება ჩვენს გენებზე. უდიდესი განსხვავება ადამიანისა დედამიწის სხვა ნებისმიერი ცოცხალი არსებებისგან მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია შეცვალოს თავისი სხეული, თვითონ განიკურნოს საკუთარი თავი მძიმე ავადმყოფობებისგან და უფრო მეტიც – განიკურნოს მემკვიდრეობითი ავადმყოფობებისგან. ჩვენ არ ვართ ვალდებული გავხდეთ ჩვენი გენეტიკური კოდის მსხვერპლნი. ირწმუნეთ, რომ შეგიძლიათ განიკურნოთ და თქვენ განიკურნებით ნებისმიერი ავადმყოფობისგან. ირწმუნეთ, მაგალითად, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიკლოთ 50 კგ და თქვენ დაიკლებთ”.
ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან ადვილია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით…
ყველაფერი რომ ასე მარტივად იყოს, მაშინ ადამიანთა უმრავლესობა ადვილად გადაწყვეტდა ჯანმრთელობის პრობლემებს რაღაც მსგავსი აფირმაციების მეშვეობით: “მე მჯერა, რომ ჩემს ორგანიზმს შეუძლია თვითგანკურნება” და ა.შ.
მაგრამ ასე არ ხდება და როგორც ლიპტონი ხსნის, არც შეიძლება მოხდეს, თუ ფსიქიკური ზემოქმედება ხდება მხოლოდ ცნობიერზე, ანუ თუ ახალი რწმუნებულება აღწევს მხოლოდ ჩვენი ტვინის ცნობიერ ნაწილში, რომელიც ჩვენი ფსიქიკური ქცევების მხოლოდ 5%-ს განსაზღვრავს და არ ეხება დანარჩენ 95%-ს, ანუ ქვეცნობიერს.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმათგან, ვინც დაიჯერა საკუთარი აზროვნების ძალით თვითგანკურნების შესაძლებლობა, სინამდვილეში მხოლოდ ერთეულებს სჯერათ მართლა ამისი ქვეცნობიერ დონეზე და სწორედ ეს ერთეულები აღწევენ წარმატებას. უმრავლესობა კი, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერად სჯერა, ქვეცნობიერ დონეზე არ უშვებს ასეთ შესაძლებლობას. კიდევ უფრო ზუსტად რომ ჩამოვაყალიბოთ: ქვეცნობიერი, რომელიც საერთოდ ავტომატურ დონეზე აკონტროლებს ყველა პროცესს ჩვენს ორგანიზმში, უარყოფს ასეთ შესაძლებლობას. ამავე დროს (ისევ და ისევ ავტომატურ დონეზე) ის ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაიმე პოზიტიურის მოხდენის ალბათობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოვლენების ნეგატიური განვითარება.
ლიპტონის თანახმად, ჩვენი ქვეცნობიერის ასეთი პროგრამირება ადრეული ბავშვობიდანვე ხდებოდა, როცა ნებისმიერი მოვლენა, ნანახი, გაგონილი თუ განცდილი აყალიბებს ქვეცნობიერ გამოცდილებას და, შესაბამისად, პიროვნებას. თანაც ჩვენი ფსიქიკა მოწყობილია ისე, რომ ყველაფერი ნეგატიური, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ქვეცნობიერში უფრო სწრაფად და ადვილად იკიდებს ფესვებს, ვიდრე მხიარული და პოზიტიური მოვლენები. შედეგად, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობის “ქვეცნობიერის გამოცდილება” შედგება 70% ნეგატივისგან და მხოლოდ 30% პოზიტივისგან. ამგვარდ, იმისთვის, რომ ნამდვილად შევძლოთ თვითგანკურნება, აუცილებელია მინიმუმ ეს პროცენტული შეფარდება მაინც შევცვალოთ საპირისპიროდ. მხოლოდ ასე შეიძლება ქვეცნობიერის იმ ბარიერების მოშლა, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენი აზროვნების ძალას გენეტიკურ კოდსა და უჯრედულ პროცესებში შეღწევას.
ლიპტონის აზრით, ბევრი ექსტრასენსის მუშაობის მეთოდი სწორედ ამ ბარიერის მოშლაში მდგომარეობს, მაგრამ ის მიიჩნევს, რომ მსგავსი ეფექტების მიღწევა შესაძლებელია მაგალითად ჰიპნოზით და ასევე მრავალი სხვადასხვა მეთოდით. უბრალოდ ამ მეთოდების უმრავლესობა ჯერ არ აღმოუჩენიათ ან/და არ არის აღიარებული.
ლიპტონი დღესაც აგრძელებს კვლევებს გენეტიკის სფეროში და ამავე დროს ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმებს, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს გადოს ერთგვარი ხიდი ტრადიციულ და ალტერნატიულ მედიცინას შორის. მის მიერ ორგანიზებულ კონგრესებსა და სემინარებზე ცნობილი ფსიქოლოგები, ექიმები, ბიოფიზიკოსები და ბიოქიმიკოსები სხედან სხვადასხვა სახის სახალხო მკურნალებთან, ექსტრასენსებთან და ისინიც კი, ვინც საკუთარ თავს მაგებს და ჯადოქრებს უწოდებენ. ეს უკანასკნელნი, როგორც წესი, ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, ხოლო მეცნიერები კი იქვე აწყობენ გონებრივ შტურმს, რომლის დროსაც ცდილობენ იპოვონ მეცნიერული ახსნა მათ მიერ დემონსტრირებული შესაძლებლობებისა. ამავე დროს ისინი იქვე მსჯელობენ ახალ ექსპერიმენტებზე, რომლებსაც შეეძლოთ გამოევლინათ ადამიანის ორგანიზმის დაფარული რეზერვები და აეხსნათ მათი მოქმედების მექანიზმები.
ეზოთერიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების სწორედ ასეთ სიმბიოზში ხედავს ლიპტონი მედიცინის შემდგომი განვითარების გზას. ხოლო მართალია ის თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს.
წყარო: ambebi.ge