„თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება“ – ამის შესახებ უკვე განაცხადეს უცხოეთის გავლენის აგენტებმა, რომლებიც ქართველი ხალხის უზნეობის ჭაობში ჩაძირვის სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ პროგრამაში მონაწილეობენ და უცხოური ფულით მსუყედ ფინანსდებიან. – „მართალია, ჯერ ამერიკის ჯანდაცვის სამინისტრომ, შემდეგ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობები დაავადებების სიიდან ამოიღეს, მაგრამ ფაქტს ვერსად წავუვალთ – ამგვარად დაირღვა ბუნების კანონზომიერება. არატრადიციული ურთიერთობების მიმდევრებს ბუნება მათთვის დამახასიათებელი კონკრეტული დაავადებებით სჯის და ამაზე ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ექიმმა-თერაპევტმა ნონა აღდგომელაშვილმა:
– ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. ბუნებრივი კანონზომიერების არსი სწორედ ამაში მდგომარეობს. პირველი ცოდვით დაცემის შემდეგ ღვთის ხატება ადამიანმა შეინარჩუნა, მსგავსება კი დაკარგა. გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკელმა ლგბტქი აქტივისტებმა მიაღწიეს იმას, რასაც იმდროინდელი “ყველაზე დიდი გეი გამარჯვება” ეწოდა – მათ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის წევრები აიძულეს, ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების ოფიციალური კლასიფიკაციიდან და ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოდან ამოეღოთ.
ამგვარად, კაცობრიობას უთხრეს, რომ ფსიქიკურ დაავადებასა და ჰომოსექსუალობას შორის თანდაყოლილი კავშირი არ არსებობდა. ამის მერე ძალიან მალე კაცობრიობას დაატყდა შიდსის პანდემია. მეცნიერები ამ პანდემიის დასაწყისშივე იუწყებოდნენ, რომ შიდსი, ძირითადად, იყო ჰომოსექსუალების დაავადება, რომ ჰომოსექსუალები, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, დაბალი იმუნური სისტემით ხასიათდებიან და გაცილებით ხშირად ავადდებოდნენ სწორი ნაწლავის კიბოთი, ასევე, კაპოშის სარკომით. არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები ყოველთვის არსებობდა, არსებობს და სამწუხაროდ, მომავალშიც იარსებებს. რელიგია ამას ცოდვას უწოდებს, მეცნიერება (ფსიქოლოგია, ფსიქიატრია) ადრე ამას განიხილავდა როგორც დაავადებას და მას მკურნალობდა კიდეც – ხან შედეგიანად, ხან უშედეგოდ, როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში. მთავარი ის არის, არატრადიციული ურთიერთობების მიმდევარმა აქამდე იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ და მოსალოდნელ პრობლემებსაც აცნობიერებდა. მაგრამ, დაავადებების სიიდან ამ პათოლოგიის ამოღებამ, რომელსაც საფუძველი ადამიანის ფსიქიკაში აქვს, ფართოდ გაუღო კარი მის პროპაგანდას.
– საიდან და როდიდან დაიწყო ეს პროპაგანდა?
– მცდელობები დიდი ხნის განმავლობაში იყო, მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკელი ზოოლოგის, ალფრედ კინსის მიერ დასახულმა ამოცანამ, შეესწავლა ადამიანთა სექსუალური ქცევები. მანამდე ის ცხოველთა ქცევებს შეისწავლიდა. ალფრედ კინსმა დაიწყო გასაუბრებები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947-53 წლებში მან გამოსცა ორი წიგნი, ქალთა და მამაკაცთა სექსუალური ქცევითი მრავალფეროვნების შესახებ, შემდეგ კი კვლევითი ინსტიტუტიც დააარსა. წიგნების დაბეჭდვა-გავრცელებაში და ინტიტუტის ფუქციონირებაში დევიდ როკფელერის ფონდი ეხმარებოდა. ეს ის ფონდია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შექმნასა და დაფინანსებაში. ამიტომ არ მიკვირს, რომ ჯანმომ ფეხი აუწყო ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს.
ალფრედ კინსის წიგნების გამოცემას საზოგადოების და რელიგიური წრეების მძაფრი აღშფოთება მოჰყვა. ხელისუფლებაც დაინტერესდა მისი საქმიანობით და მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც აღმოაჩინეს უამრავი ვიდეომასალა, რომელიც არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს ასახავდა. საზოგადოების ასეთი ნეგატიური დამოკიდებულების გამო თავად როკფელერების ფონდი იძულებული გახდა, დროებით შეეწყვიტა მისი წიგნების და ინსტიტუტის დაფინანსება, თუმცა მერე მაინც აღადგინა. თავად კინსი ასე მსჯელობდა: “განვრცობილი ცოდვა – ცოდვა აღარ არის”. ანუ, მისი აზრით რაც უფრო მეტი ადამიანი დაკავდებოდა არაბუნებრივი სექსუალური ქცევებით, მით უფრო მალე დადგებოდა დრო, როცა ასეთ ურთიერთობებს ნორმად შერაცხავდნენ.
1950-70 წლები ამერიკაში მიმდინარეობდა “ომი” პოლიტიკოსებს, რელიგიურ წრეებსა და მედიკოსებს შორის. უსმენდნენ ექიმებს, მათ შორის ფსიქიატრებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში იკურნებოდა, მაგრამ პოლიტიკურმა ლობმა თავისი გაიტანა და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები დაავადებათა სიიდან ამოიღო. 1970 წლის 28 ივნისს პირველად ნიუ-იორკში გაიმართა გეი-აღლუმი, რამაც პროპაგანდის პერმანენტულ ტალღებს დაუდო საფუძველი.
– ასეთი მიდრეკილებებით, მაინც, რა აყალიბებს ადამიანებს?
-ადამიანი არის გენოტიპის და ფენოტიპის ერთობლიობა. გენეტიკურად ასეთი მიდრეკილებებით იბადებიან ადამიანები და ამ მიდრეკილებების გამოსწორება შესაძლებელია აღზრდის პროცესში საკომპენსაციო მექანიზმებით. ეს რიცხვი ძალიან მცირეა – დაახლოებით მოსახლეობის 0.01%. თუმცა, სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა პროცენტზე საუბრობენ. დანარჩენი ფენოტიპის გავლენაა, ანუ, რა გარემოში იზრდება ბავშვი.
– თუ არის ჩატარებული კვლევები, რომელიც დაზიანებულ გენეტიკასთან ასეთი მიდრეკილებების კავშირს ადასტურებს?
– შვედმა მეცნიერმა კრისტოფ აბემ, რომელიც შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის მკვლევართა გუნდს ხელმძღვანელობდა – ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო არაჰეტეროსექსუალებში ამ ქცევების გენეტიკური მიზეზების დადგენა. კვლევებში მან გამოიყენა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის სამედიცინო და გენეტიკური ინფორმაციის საცავში დაცული გენეტიკური ინფორმაციები. დასკვნებში წერია, რომ არაჰეტეროსექსუალების მცირე პროცენტში ეს მიდრეკილება აისახება ანატომიურად, ტვინის გარკვეული უბნების სტრუქტურების განსხვავებით. ნორმიდან გადახრა გამოწვეული იყო გენეტიკური ფაქტორით ან ჰორმონალური დისფუნქციით. ტვინის გარკვეული უბნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სენსორულ, ვიზუალურ, ყნოსვით აღქმაზე – სტრუქტურულად მათ განსხვავებული ჰქონდათ. მკვლევარები ასევე, საუბრობენ ჰორმონალური მახასიათებლების და გარემო ფაქტორების გავლენაზე. თუ პრობლემა ჰორმონალური დისფუნქციაა და თუ მშობელი ბავშვს ყურადღებას დროულად მიაქცევს, ანუ, დროულად უმკურნალებს, ასეთი ადამიანების რიცხვი მკვეთრად შემცირდება.
ამავე მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს, რომ არაჰეტეროსექსუალებში ხშირი არის ფსიქიკური აშლილობა, თუმცა ამის განმაპირობებელი სტრუქტურული ცვლილებები თავის ტვინში ვერ დააფიქსირეს. იგივე შედეგები დადეს ბოსტონის მასაჩუსეტსის მკვლევარებმა. მათი მონაცემებით, ლგბტ თემის განსხვავებული სექსუალური ქცევების განმაპირობებელი გენეტიკური კავშირი მხოლოდ 25%-ში უნდა ვივარაუდოთ. დანარჩენი ფენოტიპის შედეგია. ადამიანის გენოტიპში ხომ, წყვილი გენი განსაზღვრავს ორგანოს ერთ ნიშანს ან ერთ თვისებას. ამ წყვილიდან ერთი გენი დედის ხაზიდან მოდის, მეორე მამისგან. სექსუალური ქცევის მოდელის ორივე გენი დაზიანებულიც რომ იყოს, ეს ფენოტიპურად ვერ გამოვლინდება, თუ მას არ ახლავს ჰორმონების გამომყოფი ჯირკვლების ფუნქციებზე პასუხისმგებელი გენების დაზიანებაც. მოკლედ, ეს ძალიან რთული კომბინაციებია და უამრავი გენის დაზიანებაა საჭირო, რათა ეს დაავადება გამოვლინდეს.
– ფენოტიპზე, ანუ გარემოს გავლენაზეც გვითხარით…
– ჩასახვის დღიდან სრულწლოვანებამდე და მერეც, გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების განწყობა და დამოკიდებულება მომავალი შვილის მიმართ, კერძოდ – არის თუ არა ის სასურველი ბავშვი, სიყვარულის ნაყოფია თუ ძალადობის, არის თუ არა ბავშვი მშობლებისათვის სასურველი სქესის, როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან მშობლებს, უყვართ და ზრუნავენ თუ არა, ერთმანეთზე და შვილებზე – რადგან მშობელი ბავშვისთვის ავტორიტეტია; ბავშვს უნდა სურდეს ანალოგიური ოჯახის შექმნა და არა ერთნაირსქესიანთა ოჯახის! ასევე მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც ხდება ბავშვის სოციალიზაცია:_ბაღი სკოლა, სამეზობლო, სამეგობრო წრეები. მშობელმა ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციოს. ყურადსაღებია გარდატეხის ასაკი – როცა ხდება მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება. ამ დროს ხშირია ჰორმონალური დისბალანსი. ეს დროებითი მოვლენაა და ხშირ შემთხვევაში, თავისით ლაგდება ყველაფერი, ოღონდ, მანამდე მოზარდის ფსიქიკა ადვილად მოწყვლადია და თუ მას პირად ურთიერთობებში არ უმართლებს საპირისპირო სქესთან, შეიძლება დაფიქრდეს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებზე!
არის ისეთი შემთხვევები, როცა ხდება სასქესო ჰორმონების წარმომქმნელი ჯირკვლების ტრავმული დაზიანება, როცა ყალიბდება სიმსივნე. ესეც, ჰორმონების დისბალანსს იწვევს, თუმცა, სწორად მკურნალობა მდგომარეობას ასწორებს.
ძალზე მნიშვნელოვანია ვერბალური და ვიზუალური პროპაგანდა, რაც თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, არა მხოლოდ შეიმჩნევა, არამედ მისი განხორციელების მიზნით უკვე კანონებიც იქმნება. სხვა შემთხვევაში, შეიძლება მოზარდი გახდეს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის (შანტაჟის) მსხვერპლი; შესაძლებელია მოზარდმა ეს ნაბიჯი გადადგას მატერიალური დაინტერესებით, ასევე პრივილეგიების მისაღებად. ასეთი პრაქტიკა უკვე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოკლედ, ისეთი მიზეზებიც ბევრია, რომელშიც გენეტიკა არაფერ შუაშია! პროპაგანდა ხელოვნურად ზრდის მათ რიგებს. არა მარტო პროპაგანდა, არამედ, წახალისებაც. მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს, რომლებიც გადასარევად რეალიზდნენ პროფესიაში, საზოგადოებაში და არასოდეს საზოგადოებას “თეთრ ხელთათმანს” არ ესვრიან.
– ლგბტ თემის წარმომადგენლებში არის თუ არა რომელიმე დაავადება სტატისტიკურად უფრო მეტი, ვიდრე ჰეტეროსექსუალებში?
– უკვე მოგახსენეთ, რომ მას შემდეგ, რაც 1973 წელს ჰომოსექსუალიზმი დაავადებების სიიდან ამოიღეს ამერიკაში, 1978 წელს ნიუ-იორკისა და სან-ფრანცისკოს რამდენიმე ათასი ჰომოსექსუალი დაინფიცირდა შიდსის ვირუსით. 1980-1984 წლებში ყველაზე მეტად ამ ინფექციამ ჰომოსექსუალებზე იმოქმედა. შორს რომ არ წავიდეთ, ალბათ გახსოვთ, სულ ახლახანს, ერთი წლის წინ ჯანმოს მიერ დაანონსებული “მაიმუნის ყვავილის” ეპიდემია. ჯანმომ თავად აღიარა ეს დაავადება გეი ინფექციად. შეგახსენებთ ჯანმოს ევროპული ბიუროს თავმჯდომარის, ჰანს კლუგეს სიტყვებს: “ეს ინფექცია ვრცელდება იმ მამაკაცებს შორის, რომლებსაც აქვთ ინტენსიური სექსუალური ურთიერთობა მამაკაცებთან. ასევე ბისექსუალებს შორის!” სხვადასხვა კვლევებით ჰომოსექსუალი მამაკაცები შიდსით 430-500-ჯერ უფრო ხშირად ავადებიან, ვიდრე ჰეტეროსექსუალები! სტატისტიკურად, არაჰეტეროსექსუალებში ჰეტეროსექსუალებთან შედარებით უფრო მეტად გავრცელებული დაავადებებია: შიდსი, ენკოპერეზი (დეფეკაციის პროცესის კონტროლის დაკარგვაა), ანალური კიბო, B ჰეპატიტი + შიგელოზი + გიარდიაზი = „გეი ნაწლავის სინდრომს.“ ასევე გაცილებით ხშირია ამებიაზი, კამბილობაქტერიოზი, გონორეა, ჰერპეს ვირუსი, პაპილომავირუსი, სიფილისი, A ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსი, ბუასილი, ანალური ნაპრალები, რეტროსიგმოიდური რღვევები, ალერგიული პროქტიტი და სხვა. არაჰეტეროსექსუალებში მაღალია ფსიქიკური დარღვევებიც: სუიციდური აზრები, თვითმკვლელობა, რაც 5.1-ჯერ მეტია ჰეტეროსექსუალებთან შედარებით; ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, სოციალური ქცევის დარღვევები, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, სადო-მაზოხიზმი. და ეს, სრული ნუსხა არ არის!
– ბავშვებში სქესის გადაკეთების ოპერაციებზე რა აზრის ბრძანდებით?
-ეს დაუშვებელია, ვიდრე მოზარდი 19-20 წლის არ გახდება. მანამდე ის უამრავჯერ შეიცვლის პოზიციას, დამოკიდებულებას და აზრს. შორს რომ არ წავიდე, 24 მაისს გამოქვეყნდა ჯონ ჰოპკინსის ჰოსპიტალის ცნობილი ფსიქიატრის, დოქტორ პოლ რადნი მეკჰიუს სტატია, სადაც ის ამტკიცებს, რომ ტრანსგენდერები ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი ფორმით იტანჯებიან და სქესის შეცვლა “ბიოლოგიური თვალსაზრისით შეუძლებელია”. ის თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც სქესის ოპერაციულად შეცვლას უჭერენ მხარს, სინამდვილეში ფსიქიკური აშლილობის მსხვერლნი არიან! ამას ამტკიცებს 6 წიგნის და 125 რეცენზირებული სამედიცინო სტატიის ავტორი. “უოლ სთრით ჯურნალის” ბოლო სტატიაში მან აღნიშნა, რომ „ტრანსგენდერებს შორის, რომლებმაც სქესი შეიცვალეს ოპერაციებით, თვითმკვლელობის რიცხვი 20-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არატრასგენდერებში!“ ის ბავშვებზე ოპერაციების გაკეთებას ბავშვზე ძალადობად თვლის!
– სად არის გამოსავალი?
– დაუყოვნებლივ, საკანონმდებლო დონეზე უნდა გავემიჯნოთ ნებისმიერი ფორმით არატრადიციული სქესობრივი ურთიერთობების პროპაგანდას. რიგი ქვეყნები უკვე მიდიან ამ მიმართულებით. ვიცი რომ, მაგალითად, რუსეთში ამჟამად იქმნება და უახლოეს მომავალში ამოქმედდება კანონები სქესის შეცვლის და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ. სახელმწიფომ თუ დროულად არ აღკვეთა ასეთი პროპაგანდა, შედეგად მივიღებთ დასახიჩრებულ, ფიზიკურად, ზნეობრივად და ფსიქოლოგიურად დასახიჩრებულ მომავალ თაობას, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “თვალსაზრისი“