კრემლში ადასტურებენ, რომ ვლადიმირ პუტინი თურქეთში ჩასვლას აპირებს

კრემლში ადასტურებენ, რომ ვლადიმირ პუტინი თურქეთში ჩასვლას აპირებს.

როგორც „ინტერფაქსს“ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა, რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით აპირებს გამგზავრებას, თუმცა ვიზიტის ზუსტი დრო უცნობია.