ნაფიცმა მსაჯულებმა პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე დაკავებული 6 პუნქტში დაადანაშაულეს

პენტაგონიდან საიდუმლო მასალების გაჟონვის საქმეზე, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური გვარდიის სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარუდგინეს. ბოსტონის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ჯე ტეიშეირა 6 პუნქტში დაადანაშაულეს.

საბრალდებო მასალებში აღნიშნულია, რომ სამხედრო პირი 2022 წლიდან საიდუმლო კლასიფიკაციის დოკუმენტებს უკანონოდ ინახავდა და ავრცელებდა. ის სოციალური ქსელების საშუალებით მასალებს ისეთ ადამიანებს აწვდიდა, რომლებსაც დოკუმენტებთან წვდომა აკრძალული ჰქონდათ.

საბრალდებო მასალებში ნათქვამია, რომ ციფრულ ფორმატში გადატანილ ერთ-ერთ დოკუმენტს, რომელიც შეერთებული შტატების ნაციონალურ თავდაცვას ეხებოდა, სამხედრო პირის ანგარიშზე მიაგნეს.