ვიქტორ ორბანი – ომი უფრო სერიოზული ხდება, ვიდრე ოდესმე

ომი უფრო სერიოზული ხდება, ვიდრე ოდესმე, უნგრეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები და ლიდერები მუდმივად უნდა იყვნენ მზადყოფნაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთს მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროპა კვლავ საომარ ფსიქოზშია და თავდაცვის საბჭოს შეხვედრაზე ქვეყნის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მიეცათ.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ომი ბრძოლის ველზე ვერ დასრულდება და ამიტომ უნდა იქნას გამოყენებული დიპლომატია და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ომში ყოველთვის არიან სპეკულანტები, ჯორჯ სოროსი კი სპეკულანტია, საბოლოოდ კი მშვიდობის მომხრეები მართლები იქნებიან“.

ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის ინტერესებშია, აშშ-ის სათავეში იყოს მშვიდობის მომხრე ლიდერი, მაგრამ სოროსის იმპერია გააფთრებით უტევს დონალდ ტრამპს.