მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: რადგან ვიცით, რომ მათი მიზანია საქართველოს ომში ჩართვა, ამიტომ მათ არცერთ საგარეო სამართლებრივ ინიციატივას არ ვუერთდებით

რადგან ვიცით რომ მათი [რადიკალური ოპოზიციის] მიზანია, საქართველოს ომში ჩართვა და მათი დავალებების მიმცემების დავალების შესრულება, ამიტომ ჩვენ მათ არცერთ საგარეო სამართლებრივ ინიციატივას არ ვუერთდებით, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წევრები NATO-ს წევრ ქვეყნებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ, რასაც „ქართული ოცნებია“ ხელს არ წერს.

„ერთი წლის წინ ჩვენ განცხადება გავაკეთეთ, რომ ოპოზიციის არცერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინიციატივას არც კი განვიხილავთ, არათუ შევუერთდებით იმიტომ რომ ეს არის მათი მხრიდან ჩვეულებრივი მდაბიო პოლიტიკური ხრიკი. კერძოდ: რომ წაიკითხო ტექსტი, შეიძლება გაბრაზდე ადამიანი – რა დაემართა „ქართულ ოცნებასო“, შეიძლება ჩამოწერონ რაღაც სადღეგრძელო, ან პოლიტიკური დანიშნულებაც ჰქონდეს დოკუმენტს და იფიქრო – ამაზე ხელმოწერა რა გახდა. მაგრამ მერე სხვას შემოგაპარებენ, ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ რადგან ვიცით რომ მათი მიზანია, საქართველოს ომში ჩართვა და მათი დავალებების მიმცემების დავალების შესრულება, ამიტომ ჩვენ მათ არცერთ საგარეო სამართლებრივ ინიციატივას არ ვუერთდებით რისკების გამოსარიცხად. ხომ გახსოვთ ომი დაწყებული არ იყო, რუსეთი შეჭრილი არ იყო უკრაინაში, მანამდე გთავაზობდნენ რეზოლუციის მხარდაჭერას და იმდენად პროვოკაციული იყო დღევანდელი გადასახედიდან, ყველაფერი ნათელია. იგივე მიზანს ემსახურებოდა 2 თვითმფრინავის გაშვება. თითოეული მათი ინიციატივა რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყნის რაიმე სახით პოზიციონირებას, მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციას ემსახურება. მეც და ქართველი მოსახლეობის დიდ უმრავლესობასაც არ სჯერა მათი რეზოლუციების და ინიციატივების კეთილშობილური მიზნების“, – განაცხადა მდინარაძემ.