შვედეთის მთავრობამ 60-მდე სამხედროს ნება დართო, უკრაინის მახლობლად, მაგალითად, პოლონეთში, სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და ტექნიკური ცენტრების შექმნაში მიიღოს მონაწილეობა, – ინფორმაციას გამოცემა „ევრაპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
სპეციალურ ცენტრებში შესაძლებელი იქნება იმ სამხედრო აღჭურვილობის შეკეთება, რომელიც შვედეთმა უკრაინას გადასცა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით, გამოყენებული იყოს და ასევე მიღწეული იყოს ოპერატიული შედეგი“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა.
ცენტრების საქმიანობა, სავარაუდოდ, შემოდგომის დასაწყისში დაიწყება, სადაც ასევე შვედების მიერ უკრაინელი პერსონალის გადამზადება იგეგმება.