აფრიკელი ლიდერები კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავენ. ამის შემდეგ, 17 ივნისს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სანკტ-პეტერბურგში შეხვდებიან. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ზამბიის, სენეგალის და კომორის კუნძულების ლიდერების შეხვედრები უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობის მისიის ფარგლებში გაიმართება.
აფრიკის ოთხი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასვლის შემდეგ თავდაპირველად ბუჩას ეწვივნენ.
შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ გასულ თვეს განაცხადა, რომ ვლოდიმერ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი აფრიკის სამშვიდობო მისიის წევრებთან ცალ-ცალკე შეხვედრებზე შეთანხმდნენ.