მალის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაია დიოპმა ქვეყნიდან გაეროს სამშვიდობო ძალების გაყვანა მოითხოვა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მინისტრის თქმით, გაეროს სამშვიდობო ძალებმა ქვეყანაში სიტუაცია უფრო უსაფრთხო ვერ გახადეს და მოსახლეობა მათ არ ენდობა.
„გაეროს სამშვიდობო ძალები მალიში პრობლემის ნაწილი გახდა, ისინი საზოგადოებაში დაძაბულობას აძლიერებენ, მათი ყოფნა ქვეყანაში მშვიდობას და ნაციონალურ ერთიანობას საფრთხეს უქმნის“ – განაცხადა დეიოპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, მალის ხელისუფლება გაეროსთან მოლაპარაკებისთვის მზად იყო, მაგრამ ანტონიუ გუტერეშის მიერ მათთვის წარმოდგენილი ყველა წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.
თავის მხრივ, მალიში გაეროს სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელმა ელ-ჰასდიმ ვანემ განაცხადა, რომ შეუძლებელია ამ ქვეყანაში სამშვიდობო მისიის გაგრძელება, სადაც ქვეყნის ხელისუფლება ამის წინააღმდეგია.