აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ჩინეთს ლიდერის პირველი შეხვედრაა 2018 წლის შემდეგ.
„ორ მხარეს ჰქონდა გულწრფელი და სიღრმისეული დისკუსიები. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, -განაცხადა სი ძინპინმა შეხვედრისას.
მანამდე, ენტონი ბლინკენმა მოლაპარაკებები გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განთან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჩინეთის ლიდერის მთავარ მრჩეველ ვან ისთან.