გაფიცული მაღაროელების ნაწილი პროტესტის გასაგრძელებლად ჭიათურიდან თბილისში გამოემგზავრა

გაფიცული მაღაროელების ნაწილი პროტესტის გასაგრძელებლად ჭიათურიდან თბილისში გამოემგზავრა.

გაფიცვის მე-14 დღეს, მაღაროელების ერთი ჯგუფი აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან გამართავს.

დასაქმებულების თქმით, აქციის მსგავსად, შიმშილობა გაგრძელდება როგორც ჭიათურაში, ასევე თბილისში. გაფიცულთა თქმით, თბილისში წასვლის მიზანია, ხელისუფლებას მეტად მიაწვდინონ ხმა.

მაღაროელები ხელფასების 40%-ით გაზრდას მოითხოვენ. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ისინი მზად არიან ხელფასი 5 %-ით გაზარდონ.