„ნაცმოძრაობა“ ფიქრობს, რომ განუმეორებელია, სინამდვილეში იგი გახლეჩილია ორად და ერთიც და მეორეც მიექანება დანგრევისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ იგი ერთადერთი და განუმეორებელია, ვინაიდან ატყობს, რომ გარშემო ვინც შემოიკრიბა ყველას აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი. აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ იგი უნდა იყოს წარმმართველი, მაგრამ ამ დროს გახლეჩილია ორად და ერთიც და მეორეც მიექანება დანგრევისკენ“,- აღნიშნა ვოლსკიმ.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე კოლეგებს აკრიტიკებს პარალელურად კი, გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ ერთობა შედგება.