რადაში ბელარუსის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებისა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტი შეიტანეს. ცნობას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ იურჩიშინზე დაყრდნობით ავრცელებს.
უმაღლეს რადაში რეგისტრირებული რეზოლუციის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინის პარლამენტი ბელარუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს და სხვა მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს იმავე გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდებს.
რეზოლუციაში რადა მიმართავს მთავრობას, „დაუყოვნებლივ შეიმუშაოს უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი“, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გაზარდოს სასანქციო წნეხი მინსკზე და ომის დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა უზრუნველყოს.